ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალის ფინალური გამოფენა                                                                         

 

    სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 29  ივლისს 16:00 საათზე გაიმართა სახვითი ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალი                                                                           „წელიწადის ოთხი დრო  - მეგობრობის პალიტრა” - დასკვნითი გამოფენა.  გამოფენაში მონაწილეობს 4 თბილისელი /გოგი ხახუტაშვილი,  მურთაზ შველიძე,  თეონა პაიჭაძე,  ქეთი ბათიაშვილი/ და 6 ბათუმელი მხატვარი /გურამ ფუტკარაძე, აკაკი ჯაში, ზურა ფაღავა, თამთა დარჩია, ირინა ტორონჯაძე, ბექა ბოლქვაძე/.

  მსოფლიოში არსებული კოვიდსიტუაციის გამო, ერთობლივი ხატვის პროცესი ამოღებულია ფესტივალის განრიგიდან, რის გამოც ექსპონირებული იქნება კოვიდ რეგულაციებზე ადაპტირებული, დისტანციურად შესრულებული ნამუშევრები.

 ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი  - საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი. თავმჯდომარე -  გიორგი გუგუშვილი.